ეს ბოლო დღეა. ცხრა დღის განმავლობაში ბევრი ჩემთვის საინტერესო თემები შევისწავლე. თანდათან დავეუფლე თითოეულ შესწავლილ საკითხს და ვიქრობ შესწავლილ თემებს უკეთ დავხვეწავ. შესწავლილი საკითხები გამომადგება ჩემს მიერ არჩეული პროექტის შესრულებაში. რა მიზანიც დავისახე, შევასრულე და გავედი შედეგზე.
კერძოდ, შევისწავლეთ ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები, განვიხილეთ ამ მოდულის ფაილი და ვიპოვეთ შაბლონი. შევისწავლე: პორფოლიოს ჩეკ-ლისტი, სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, შეფასებები: მასწავლებლი, მოსწავლის და მოსწავლის ურთიერთშეფასება. ვიმუშავეთ გაზეთის შექმნის რუბრიკაზე, შევქმენი ჩემი ელექტრონული პორტფოლიო, ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე, მის როლზე, რომლის ბოლო შედეგი უნდა ესადაგებოდეს ოცდამეერთე საუკუნის უნარებს.
ვიმუშავეთპორტფოლიოს პრეზენტაციაზე, სადაც ნათლად უნდა ჩანდეს მიმართულების მიმცემი კითხვები. გავეცანი "წინარე ცოდნის შეფასების ცხრილს", გავეცანით ":სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს"-რომელიც ჩემი პროექტის შესრულებაში დამეხმარა.
განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი და მისი მიზნები.
მე-9 დღეს პირველ ნახევარში განვიხილეთ "drive"-ინფორმაციის შენახვის საშუალება, ხოლო მეორე ნახევარში მოვისმინეთ თითოეულის პროექტის პრეზენტაცია, მოვიწონეთ, შევასწორეთ და დავსახეთ კონკრეტული კითხვები პრობლემის გადასაჭრელად.
ჩემი პროექტის თემაა: "ექსკურსია კახეთში" , ბოდბე, ალავერდი, შუამთა.
შესრულებული ელექტრონული პორტფოლიო განვათავსე ჩემს პირად ბლოგზე.
დიდი მადლობა რუსუდან ჩვენთან გაწეული მუშაობისთვის.
ჩემი ელექტრონული პორტფოლიო
No comments:
Post a Comment